მომსახურების პირობები
1. თანხმობა წესებსა და პირობებზე: FoxFund-ის ჩამოტვირთვით, დაყენებით ან გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ პირობებს და შესაბამის ვალდებულებებს. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ ხართ სრულ წლოვანი და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.
2. ცვლილებები: ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ წესები და პირობები პერიოდულად, სხვადასხვა მიზეზების შედეგად, მათ შორის ეს შეიძლება გამოწვეული იქნას ჩვენი სერვისების ან შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილებების შედეგად. ძალაში შესული ცვლილებების შესახებ ცნობას მიიღებთ აპის მეშვეობით ან სხვა საშუალებებით. ჩვენი აპით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.
3. მომხმარებლის ანგარიშები:
- ანგარიშის შექმნისთვის მინიმალური ასაკობრივი ზღვარია 18 წელი.
- პასუხისმგებლობა ანგარიშის ინფორმაციის სიზუსტესა და კონფედენციალურობაზე ეკისრება მომხმარებელს. აგრეთვე, მომხამრებელი არის პასუხისმგებელი პირი ნებისმიერ აქტივობაზე მისივე ანგარიშზე.
- ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დროებით ან სამუდამოდ შევაჩეროთ მომხმარებლის ანგარიში, თუ მომხმარებელი დაარღვევს წესებსა და პირობებში გათვალისწინებულ შეთანხმებებს.
4. აპის გამოყენება: FoxFund შექმნილია საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რათა დაეხმაროს ოჯახებს ფინანსური განათლების მართვაში. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას გამოიყენოთ ჩვენი აპი ამ წესებსა და პირობებთან შესაბამისობაში და ვალდებული ხართ არ ჩაებით არალეგალურ საქმიანობებში:
- აპის ფუნქციონალი: ისეთი ფუნქციები, როგორიცაა დავალებების მართვა, ჯილდოები, დანაზოგები და სასწავლო კურსები, ეხმარება მშობლებს და ბავშვებს ფინანსური განათლების გაუმჯობესებაში.
- აკრძალვა: ფინანსურ ან თაღლითურ საქმიანობებში ჩართვა, მავნე შინაარსის გავრცელება ან ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის უკანონოდ გამოყენება დაუშვებელია.
5. კონფიდენციალურობა: ჩვენთვის, თქვენი პირადი ინფარმოციის დაცვა მნიშვნელოვანია. გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომ გაიგოთ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ თქვენს მონაცემებს.
6. გამოწერები და გადახდები: ამჟამად აპის გამოყენება სრულიად უფასოა. თუმცა, ეს შესაძლოა ექვემდებარებოდეს ცვლილებეს რომლებიც ძალაში შევა ამ დოკუმენტის მეორე სექციის შესაბამისად.
7. ინტელექტუალური საკუთრება:
- FoxFund-ში არსებული დიზაინი, სასაქონლო ნიშანი, კოდი თუ ნებისმიერი შინაარსობრივი ტექსტი, წარმოადგენს ჩვენს ან ჩვენი ლიცენზიორების საკუთრებას.
- თქვენ გაქვთ შეზღუდული, არაექსკლუზირი, არატრანსფერული ლიცენზია FoxFund-ის პირადი, არაკომრციული მიზებისათვის გამოსაყენებლად. ნებისმიერ არაუფლებამოსილმა გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის შეჩერება.
8. შეზღუდვა პასუხისმგებლობაზე: FoxFund არ დაიშურებს ძალისხმევას პლატფორმის ეფექტურად და გამართულად მუშაობისთვის. თუმცა გარანტია იმისა რომ ტექნიკური ხარვეზები არ იარსებებს, შეუძლებელია და შესაბამისად ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ ზიანზე რომელიც შეიძლება წარმოიშვას აპის გამოყენებისას. ამის და მიუხედავად, მსგავსი ხარვეზები და შეფერხებები მუდმივად იქნება მონიტორინგის ქვეშ.
9. მომხმარებლის ინფორმაცია: თქვენ ინარჩუნებთ საავტორო უფლებებს ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც ატვირთავთ პლატფორმაზე, მაგრამ თქვენ აძლევთ FoxFund-ს უფლებას გამოიყენოს, წარადგინოს და გაავრცელოს თქვენი ინფორმაცია აპში. თქვენ პასუხსიმგებელი ხართ არ ატვირთოთ უკანონო, შეურაცხმყოფელი ან მავნე შინაარსის მქონე ინფორმაცია.
10. ანგარიშის შეწყვეტა: ჩვენ შეგვიძლია დროებით ან სამუდამოდ შევაჩეროთ თქვენი წვდომა თქვენს ანგარიშზე, თუ გვჯერა, რომ თქვენ დაარღვიეთ ეს პირობები ან ბოროტად გამოიყენეთ პლატფორმა.
11. სამართლებრივი რეგულირება: ეს წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ამ პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
FoxFund-ის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით ამ პირობებს.