logo

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

FoxFund-ში, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს კონფიდენციალურობას და ვცდილობთ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია. კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ჩვენი აპის და სერვისების გამოყენებისას.

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

მონაცემების შეგროვება ხდება მაშინ როდესაც რეგისტრირდებით და იყენებთ ჩვენს აპლიკაციას. ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს:

1. პირადი ინფორმაცია: მოიცავს თქვენს სახელს, ელ.ფოსტას და სხვა მონაცემებს, რომელსაც რეგისტრაციის დროს გვაწვდით.

2. ფინანსური ინფორმაცია: მოიცავს დეტალებს შესრულებული დავალებების შესახებ და თანხის მოთხოვნებს აპლიკაციის გამოყენებისას.

3. გამოყენების ინფორმაცია: აპლიკაციაში თქვენი აქტივობების მონაცემები, როგორიცაა ინტერაქცია და ტექნიკური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი მოწყობილობის ტიპი და Device ID.

4. ბავშვების ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ბავშვების შესახებ, რომელიც საჭიროა აპლიკაციის ფუნქციონირებისათვის (მაგ., შესრულებული დავალებები, ბალანსი ანგარიშზე).

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?

1. სერვისების მიწოდება: ვუზრუნველყოფთ აპის შეუფერხებელ მუშაობას.

2. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება: აპლიკაციაში თქვენი აქტივობების საფუძველზე ვაუმჯობესებთ ინტერაქციებს.

3. ანალიტიკა: ვსწავლობთ, როგორ იყენებთ აპს, რათა გავაუმჯობესოთ ფუნქციონალობა და დავამატოთ ახალი მახასიათებლები.

4. კომუნიკაცია: ვაგზავნით მნიშვნელოვან განახლებებს, სიახლეებს და შეტყობინებებს.

5. მომსახურების პროვაიდერები: შესაძლოა თქვენი მონაცემები გავუზიაროთ მესამე მხარეებს, რომლებიც გვეხმარებიან აპის გაუმჯობესებაში.

6. საიმედო ვალდებულებები: კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შემთხვევაში, შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გავუზიაროთ სამართალდამცავ ორგანოებს.

როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს?

1. FoxFund იყენებს ინდუსტრიის სტანდარტულ დაშიფვრას თქვენი პირადი და ფინანსური ინფორმაციის დასაცავად. თუმცა, გადაცემის ან შენახვის არავითარი მეთოდი არ არის სრულიად უსაფრთხო და გირჩევთ, დაიცვათ თქვენი ინფორმაცია.

2. მშობლებს შეუძლიათ განიხილონ და მართონ ბავშვის მონაცემები. აპლიკაცია არასოდეს გამოიყენებს ბავშვების მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვის.

თქვენი უფლებები

1. ცვლიბების ხელმისაწვდომობა: შეგიძლიათ გადახედოთ და შეასწოროთ თქვენი პირადი ინფორმაცია აპლიკაციის ანგარიშის პარამეტრებში.

2. წაშლა: შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ანგარიშისა და მონაცემების წაშლა აპლიკაციის საშუალებით ან ჩვენი მხარდაჭერის გუნდის დახმარებით. მონაცემების სრულად წაშლას შესაძლუა 30 დღე დასჭირდეს.

3. უარის თქმა: შეგიძლიათ უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე ნებისმიერ დროს, აპლიკაციის პარამეტრებში ცვლილებების შეტანით ან ელფოსტით გაგზავნილ ბმულზე დაწკაპუნებით.

ჩვენ შესაძლოა განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა იმისთვის, რომ შესაბამისობაში მოვიდეს არსებულ პრაქტიკასა და იურიდიული მოთხოვნებთან. თქვენ მიიღებთ შეტყბონებებს მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით აპლიკაციის ან ელფოსტის საშუალებით.

FoxFund-ის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას, როგორც ეს აღწერილია ამ პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეშფოთება ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.